კვლევა და ანალიზი
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა, სადაც 100% პროცენტი მონაწილეების მიეკუთვნება 18-25 ასაკობრივ ჯგუფს. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება გარემოს დაბინძურებაზე და მათი დამოკიდებულების შესახებ. კვლევიდან აღმოჩნდა, რომ
90% თვლის, რომ თბილისის ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია.
60% დაწერა, რომ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით პრობლემას ხშირად ხვდება, 20% ძალიან ხშირად, ხოლო მეორე 20% იშვიათად.
მონაწილეების 90% ეთანხმება, რომ თავისი წილი ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაში.
ასევე კითხვარში იყო აღწერილი სიტუაცია, თუ რას მოიმოქმედებდნენ, რომ დაენახათ, თუ როგორ ყრის ნაგავს ზრდასრული ადამიანი შუა ქუჩაში.
60% გაბრაზდებოდა, თუმცა არაფერს არ მოიმოქმედებდა, ხოლო 40% არაფერს არ ეტყოდა და მის მაგივრად გადაყრიდა.
რა თქმა უნდა ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ. ამის კეთება მხოლოდ შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ. თუმცა უკუკავშირის მიცემა ჩემი აზრით აუცილებელია ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ თვალს არ ვხუღავთ ამ ფატზე.
დასკვნა
საზოგადოება ინფორმირებულია გარემოს დაბინძურების შესახებ და თვლის, რომ თავისი წილი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაში. ასევე ეს საკითხი მათ აღელვებთ და სურთ პრობლემის გადაჭრის გზების მონახვა.კითხვარის ლინკი იხილეთ აქ
ჰაერი
მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან აიმაღლა. მეგაპოლისებს, ცათამმბჯენებს რომლებსაც აშენებენ ინდუსტრიის განვითარების მიზნად ჭრიან მილიარდობით ხეებს რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისთავის. თითო ხო გამოსცემს ტონობით ჟანგბადს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქი იყოს გამწვანებული და რაც შეიძლება ნაკლები ხე იყოს დაჩეხილი.
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.
დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:
·
ინდუსტრიული გამონაბოლქვი
·
მანქანის გამონაბოლქვი
·
ტოქსიკური ნივთიერებები
გარემოს დაბინძურებას მთელი თავისი მძიმე შედეგებით, ჯანდაცვის სისტემები და საერთაშორისო განვითარების პროგრამები აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდნენ - ნათქვამია "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის შესავალ ნაწილში. ეს მაშინ, როცა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების 70 პროცენტი არაკომუნიკაბელურია.
წყარო |
თბილისის უბნების ეკოლოგიური მდგომარეობა
თბილისის ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა უბნებში განსხვავდება.
თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ამას მპყვება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერია თბილისში. კვლევა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა უბნების რეიტინგის მეორე ადგილს დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის და ნავთლუღსა და ფონიჭალას შორის მდებარე ტერიტორიები იკავებენ ხოლო ყველაზე დაბინძურებულთა შორის ვერა, სოლოლაკი, აღმაშენებელი. ჰაერის შემცველობაში მყოფი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილარმონიის მახლობლად კოსტავაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, ორთაჭალის ხიდის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე, მიმდებარე ქუჩებზე, ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძისა და ჩარგლის ქუჩებზე ფიქსირდება.
ამ ეტაპზე თბილისის გარეუბნების დაბინძურების „ცხელ წერტილებს“ გაუქმებული ნაგავსაყრელები _ გლდანი და იაღლუჯა წარმოადგენენ: იქ ნარჩენები აღარ მიიღება, მაგრამ, მუდმივად მიმდინარე აალების პროცესების და დაგროვილი ნაგვის წვის გამო გამოყოფილი მავნე ნივთიერებები მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეს უქმნის.
საკვები
დღეს დღეობით დიდი დეფიციტია ჯანმრთელი, არაგენმოდიფიცრებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროდუქტის თითქმის 90%, რასაც შევიძენთ შეიცავს გმო-ს ან არის პესტიციდებით მოწამლული რაც ჯანმთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
გმო- ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.
პესტიციდებით დაბინძურება წყარო |
წყარო |
სამწუხაროდ ამაზე არცერთი რეგულაცია არ არსებობს და კომპანიები აღარ იძლევიან გარანტიას საკვების უსაფრთხოებაზე ან თუნდაც რა პირობებში დამზადდა ჩვენი საკვები რომელსაც შევიძენთ სუპერმარკეტების დახლებიდან.
მთავარი პრობლემა კი ისაა რომ არ მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი მაღაზიების უმეტესობა ორიენტირებულია ბიზნესზე და იმაზე აღარ ფიქრობს თუ რას სთავაზობს მომხმარაბელს ან რას ყიდის.
აქ მარკეტი დამნაშავე არც არის აქ უკვე სხვა გარემოფაქტორები არსებობენ. მარკეტი თუ შეიძენს მხოლოდ ძვირადღირებულ, ხარისხიან პროდუქციას მომხმარებელი დაზარალდება რადგან ქვეყანაში სადაც ისედაც დაბალი ხელფასებია და ისედაც ვერ წვდება ხალხს ყველაფერზე ხელი, არ არის იმის საშუალება რომ ყველში იხადონ 70 ლარი და პურში 3 ლარი.
რა ზიანი შეიძლება მოიტანოს გმო–პროდუქტებმა
- ალერგიული რეაქციები და მეტაბოლური დარღვევები. ალერგიული რეაქცია შესაძლებელია – ამას გმო–პროდუქტების მომხრე ექსპერტებიც ეთანხმებიან; არსებულ მცენარეს ახალს უმატებენ, შესაბამისად, თუ ადამიანს ადრე, მაგალითად, პომიდორზე ალერგია არ აღენიშნებოდა, გმო–ბოსტნეულის მიღების შემდეგ ეს რეაქცია შეიძლება გაჩნდეს.
- იმუნიტეტის დაქვეითება – ტრანსგენური ცილების მოქმედების შედეგად, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- ადამიანის პათოგენური მიკროფლორის მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ
- ადამიანის ორგანიზმში ჰერბიციდების დაგროვებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის შერყევა
- ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების მოხვედრის შემცირება
- ცალკეული კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები – სხვა გენის შეღწევა ორგანიზმში – ეს მუტაციაა, რომელსაც გენომში არასასურველი შედეგების გამოწვევა შეუძლია და არავინ იცის, რა შედეგამდე შეუძლია ამას მიგვიყვანოს.
- მოდიფიცირებული პროდუქტებიდან გენები ადამიანის გენომში თავსდება
დანაგვიანების შედეგები
წყარო |
დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე – იქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. წყლის მეშვეობით მომწამვლელი ნაწილაკები ნარჩენებიდან ადვილად გადადის მდინარეებში, ტყის ტერიტორიებზე, ტბებსა თუ ოკეანეებში, რაც საბოლოოდ ნიადაგისა და წყლის გარემოს დაბინძურებას იწვევს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.
დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ წყლის სისტემის დაბინძურება და საფრთხე შეუქმნან იმ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, რომლებიც მოიხმარენ დაბინძურებულ წყალს.
გავრცელებულია სრულიად არასწორი აზრი, რომ სიგარეტის ნამწვი ბუნებაში რამდენიმე დღეში იშლება. სინამდვილეში ამ პროცესისთვის მას, ცელულოზის შემცველობის გამო, ათეულობით წელი სჭირდება. სიგარეტის ნამწვი შეიცავს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, როგორიცაა დარიშხანი, რომელიც აბინძურებს წყალსა და ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის.
გარემოსა და მისი ბინადრებისთვის კიდევ ერთ საფრთხეს პლასტმასის ნარჩენები წარმოადგენს. ხშირად ზღვისა თუ ხმელეთის ცხოველებს ისინი საკვებში ეშლებათ: რადგან პლასტმასის მონელება შეუძლებელია, შედეგად მცირდება კუჭის მოცულობა, რაც გრძელვადიან პერიოდში მოქმედებს კვების პროცესზე და ცხოველი შესაძლოა, დაღუპვამდეც მიიყვანოს. უამრავი დაღუპული წყლის ცხოველი – ჩიტების, ზვიგენების, დელფინებისა და კუების ჩათვლით – იქნა ნაპოვნი, რომლებსაც კუჭში სიგარეტისა და პლასტმასის ნარჩენები აღმოაჩნდათ. ყოველწლიურად დაახლოებით ზღვის 100,000 ძუძუმწოვარი ეწირება ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს. ზოგიერთი ნარჩენი შეიცავს აგრეთვე მომწამვლელ ნივთიერებასა და ბასრ დეტალებს, რამლებსაც ასევე შეუძლიათ ცხოველის სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების გამოწვევა.
დაბინძურებული მდინარე წყარო |
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი შედეგებისა, დანაგვიანება ქვეყანას, საზოგადოებასა და თითოეულ მოქალაქეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება დიდ რესურსს საჭიროებს, რაც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და, ამ პრობლემის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. დაბინძურებული გარემო ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და აუფასურებს მიმდებარე ტერიტორიის როგორც ესთეტიკურ, ისე რეალურ ღირებულებას: ქალაქის დაბინძურებულ უბნებში სახლები და კერძო საკუთრება ნაკლები ღირებულებისაა. ამასთან, დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ ტურიზმზეც, რადგან ის არასასიამოვნო იერს სძენს ქალაქის უბნებსა და გზისპირა ტერიტორიებს. ამიტომ, ტურისტები თავს არიდებენ ასეთი ადგილების სტუმრობასა და აქ არსებულ სასტუმროებში ცხოვრებას.
წყარო |
დაბოლოს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დანაგვიანება შესაძლოა, ავტოავარიის მიზეზიც კი გახდეს. გზაზე დაგდებული მცირე ნარჩენი საკმარისია სახიფათო სიტუაციის შესაქმნელად. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინმე ზემოდან გადაუვლის გზის სავალ ნაწილზე დაგდებულ ნარჩენს, თუ მკვეთრი მანევრირებით ეცდება, გვერდი აუაროს მას – ამან შეიძლება ავტოავარია გამოიწვიოს და სერიოზული დაზიანებებითა და ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს.
პრობლემის გადაჭრის გზები
დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო, იდეალური გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა. თუმცა, თუ მოსახლეობას მოეთხოვება, რომ არ დაანაგვიანოს გარემო, მეორე მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა ამისთვის საჭირო პირობები უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ნარჩენების ეფექტიანი განკარგვისათვის ნარჩენების შეგროვების საკმარისი რაოდენობის კონტეინერი განთავსდეს შესაბამის ადგილებში – ქალაქის ცენტრში, სავალ ბილიკებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსების გაჩერებასა და სწრაფი კვების ობიექტებთან. ეს უფრო მოსახერხებელს გახდის ნარჩენების შეგროვებასა და მის მართებულად განკარგვას. ამასთან, კონტეინერების გადავსებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი რეგულარული დაცლის უზრუნველყოფა.
სამწუხაროდ, მხოლოდ ნარჩენების შეგროვების კონტეინერების განთავსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქუჩაში ნარჩენები აღარ დაიყრება. აუცილებელია შესაბამისი ეფექტიანი რეგულაციების დაწესება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღსრულება, რაც ხელს შეუწყობს დანაგვიანების შემთხვევების პრევენციას კერძო თუ საზოგადოებრივ ადგილებში. ასეთი რეგულაციები კრძალავს ნარჩენების უნებართვოდ განთავსებასა და დანაგვიანებას.
შევინარჩუნოთ დასუფთავებული ბრიტანეთი – ამ კამპანიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემოღებული სანქციების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად ყალიბდება იმის მიხედვით, რამდენად არის ინდივიდი დარწმუნებული ამ საჯარიმო სანქციების აღსრულებაში. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობას სულაც არ სჯერა, რომ ისინი დაჯარიმდებიან გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, ხშირად არ იციან, რომ ეს დანაშაულად ითვლება. ადამიანებმა კი ეს უნდა გაიგონ და ირწმუნონ. იმავე კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც უნახავთ ან სმენიათ დაჯარიმების ფაქტების შესახებ, ნაკლებად აბინძურებენ გარემოს.
მსოფლიო მასშტაბით დაბინძურების საწინააღმდეგოდ გავრცელებულია სხვადასხვა ზომა, მათ შორის ჯარიმები. მაგალითად, კალიფორნიაში დანაგვიანების პირველი შემთხვევისთვის საჯარიმო სანქცია მოიცავს ჯარიმას 100-დან 1000 დოლარამდე და, მინიმუმ, რვასაათიან დასუფთავების სამუშაოებს, ხოლო ყოველი შემდეგი შემთხვევისთვის ჯარიმა და სამუშაოს ხანგრძლივობა იზრდება. ლუიზიანაში კი განზრახ დანაგვიანება, გარდა სტანდარტული ჯარიმებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებისა, ერთი წლის ვადით მართვის მოწმობის ჩამორთმევითა და 30 დღემდე პატიმრობითაც შეიძლება დასრულდეს. საქართველოში 2015 წელს მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ქუჩაში მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები 80-დან 150 ლარამდე მერყეობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ აღნიშული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს და კანონდამრღვევები სისტემატურად ჯარიმდებიან შესაბამისი უწყებების მიერ. თუმცა დაჯარიმებისთვის აუცილებელია კანონდამრღვევის მიერ დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირება, ქუჩის ყოველი მონაკვეთის კონტროლი კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
და ბოლოს ვიზრუნოთ ჩვენს ლამაზ დედა პლანეტაზე. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი სახლია.თუ ჩვენ არ მოვუფრთხილდებით მას ისევ ჩვენს თავს დავაზარალებთ. მოვუფრთხილდეთ მას, ნუ დავანაგვიანებთ, ნუ გადავაქცევთ მას დანაგვიანების ეპიცენტრად, ნუ გავანადგურებთ მას. იხილეთ როგორი მშვენიერი და ლამაზია დედამიწა, ხოლო ამ სილამაზის განადგურებას წამებიც არ დასჭირდება თუ არ ვიზრუნებთ მასზე.
წყარო1
წყარო2
წყარო3
წყარო4
No comments:
Post a Comment